საქართველოს პარლამენტის წევრი, ხათუნა სამნიძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს, თუ რა მოლოდინები აქვს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით:
,,15 დეკემბრამდე, რა თქმა უნდა, არ ველოდები რაღაც ფუნდამენტურ ცვლილებებს. მოლოდინი, რომ ,,ქართული ოცნება” 9-ვე პუნქტს შეასრულებს, ასეთი ოპტიმიზმი, ვფიქრობ, საზოგადოებაში არ არსებობს ისევე, როგორც პოლიტიკური პარტიები ოპოზიციაში ვაცხადებთ, რომ მმართველი პარტია ამას არ გააკეთებს.
ამ პროცესში არჩევნები არის გადამწყვეტი. არჩევნების შემდეგ, საზოგადოების გადაწყვეტილებით, კოალიციური მთავრობა იქნება ის ძალა, რომელიც 9 პუნქტზე ერთობლივად, დიალოგით, შეთანხმებით იმუშავებს, რისი უნარიც, სამწუხაროდ, ,,ქართულ ოცნებას” არ აქვს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე