spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისტორია, ივანიშვილის თამადობით, ყველა ყაჩაღ ოლიგარქს და მინიგარქს...

“ისტორია, ივანიშვილის თამადობით, ყველა ყაჩაღ ოლიგარქს და მინიგარქს ერთად მიგამარხავთ – ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ!” – შალვა ნათელაშვილი

,,საქართველოს ლეიბორიტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მწვავე განცხადებას აკეთებს ,,ლეიბორისტული პარტიის” ქონების დაყადაღების თაობაზე:

,,გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო.

ოლიგარქის განკარგულებით სასამართლო ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენი უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღებაზე.

მოგეხსენებათ, საერთაშორისო ასპარეზზე ივანიშვილის დასანქცირების პროცესს საძირკველი ჩაუყარა “ლეიბორისტულმა პარტიამ” და ამის გამო ამ ათწლეულებში გადავიტანეთ არჩევნების უპრეცედენტო გაყალბება, არნახული რეპრესიები, დაფინანსების ჩამორთმევა, საარჩევნო კომისიების წართმევა, უფასო სარეკლამო დროის ართმევა, საპარლამენტო სტატუსის ჩამორთმევა, მაგრამ არ გაჭრა არაფერმა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ახლა უკანასკნელ იმედად ოლიგარქს ესახება დაყადაღება ჩვენი იმ ქონების, მათ შორის, იმ ოფისის, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და სადაც ქვეყნის ისტორია იწერებოდა და იწერება.

მიზეზი არის – თურმე, 100 ლარი არ გადაგვიხდია საბაჟო, ღარიბაშვილის კლანის წარმომადგენელი ვინმე მილიონერ ბენიაიძის საჩივარზე, რომელმაც თამაზაშვილთან ერთად ხელში ჩაიგდო მთელი ქიზიყის საძოვრები, ფერმები, ხალხი დაიმონა და საარჩევნო პერიოდებში ეწევა მოსახლეობის ტერორს და სწორედ მის გამო პარტორგანიზაცია ვერ დავაფუძნეთ რაიონში.

ყველა აცხადებს, რომ “იმ კაცის გვეშინია” ანუ ახალი მხედიონი, მილიონერი ყაჩაღი, რომელსაც აჩივლებინა ღარიბაშვილის ჯგუფმა და უნდათ, რომ ამგვარად გაგვისწორონ ანგარიში და არაფერი არ გამოვა.

ისტორია, ივანიშვილის თამადობით, ყველა ყაჩაღ ოლიგარქს და მინიგარქს ერთად მიგამარხავთ. ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ! ხალხი ჩვენ გამოგვყვება,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...