,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტებთნ კომენტარს აკეთებს ვაშინგტონში ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით:
,,ნაციონალური მოძრაობა” მსოფლიოში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავარი საკითხები ვაშინგტონში, ამ ფორუმზე, იქნება უსაფრთხოების, ეკონომიკური თემები – დღევანდელი მსოფლიო გამოწვევებიდან გამომდინარე.
ასევე, ცხადია, დემოკრატიის განვითარება სხვადასხვა ქვეყანაში იქნება მნიშვნელოვანი. ამ დიდ ფორუმზე, რომელშიც 80-მდე პარტია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობს, ასევე, დისკუსია გაიმართება ავტოკრატიის დასრულების მნიშვნელობაზე, სხვადასხვა ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე