ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მომზადებული და ტვ ,,პირველზე” ,,ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში გასული რეპორტაჟი საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა. კერძოდ, რეპორტაჟის შესაბამისად, ქართული ჯარის სასადილოებში უვარგისი ხორცი, ვადაგასული ძეხვეული და მატლებდასეული თევზია აღმოჩენილი. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ:
,,ეს არ არის ბრალდება, ეს არის უტიფრობის რაღაც გამოხატულება, რომელსაც საზღვარი არ აქვს. ხეპრე ადამიანთა ჯგუფის მოფიქრებული უტიფრობაა.
მე თვითონ ახალგაზრდებთან ერთად, სამხედრო ბრიგადაში, მიმირთმევია, მიჭამია ის, რასაც ყველა ჯარისკაცი მიირთმევს. კვების უმაღლესი ხარისხია.
ჯარს აქვს შესანიშნავი საკვები, მომარაგება და ამასთან დაკავშირებით, თუ რაიმე გადაცდომა იქნა, აუცილებლად უნდა იქნეს გამოვლენილი. არავის ინტერესებში არ არის ამის დამალვა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე