პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე: განათლების სფეროზე ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს,...

არჩილ თალაკვაძე: განათლების სფეროზე ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას თუ ვის აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მანდატს, საზოგადოების ნდობას პასუხისმგებლობით ეკიდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმინეს.

არჩილ თალაკვაძემ ბოლო წლების განმავლობაში განათლების სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა:

რის გაკეთება შევძელით ჩვენ ერთად ამ წლების განმავლობაში, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ განათლების სფეროში საზოგადოებასთან ერთად? პირველ რიგში, ჩვენ გვერდით დაუდექით ოჯახებს, რომლებსაც ჰქონდათ მძიმე ფინანსური ტვირთი.

ისევე როგორც ჯანდაცვა დაუბრუნდათ მოქალაქეებს, ისევე როგორც დაუბრუნდათ უსაფრთხოება და ევროპული პერსპექტივა, ჩვენმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, დააფინანსა სახელმძღვანელოები, რომლებიც მძიმე ფინანსურ ტვირთს წარმოადგენდა ოჯახებისთვის.

2 ათასზე მეტ სკოლაში დღეს მოსწავლეები სახელმწიფოს მიერ ნაყიდ სახელმძღვანელოებს იღებენ. ჩვენ დავხარჯეთ მეტი ფული ტრანსპორტისთვის, რათა იმ ადგილებში, სადაც მოქალაქეებს ურთულდებოდათ საკუთარი შვილების სკოლებში მიყვანა, სახელმწიფომ დანიშნა ტრანსპორტი. ჩვენ სრულად დავაფინანსეთ და ოჯახებისთვის უფასო გავხადეთ სკოლამდელი განათლება.

სერიოზული რეფორმა დავიწყეთ პროფესიულ განათლების კუთხით და განათლების სფეროს ბიუჯეტი ოთხჯერ გავზარდეთ, რაც მიუთითებს თუ რამდენად პრიორიტეტულად მიიჩნევს ხელისუფლება განათლების სექტორს. 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ მასწავლებლების ხელფასები გავზარდეთ და ასევე დიდი რესურსი დავხარჯეთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე.

დღევანდელი დღე რომ შევაჯამოთ – საკმაოდ მშვიდი, საქმიანი დღე იყო. ის რომ ოპოზიცია გავიდა დარბაზიდან და არავინ დარჩა ნიშნავს, რომ ამ სფეროში ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არც ხედვა აქვს და არც ოპონირება შეუძლია და არ აქვს ერთი მიზეზით – იმიტომ კი არა, რომ არაფერი აღარ არის გასაკეთებელი ამ სფეროში, იმიტომ რომ ვერ ხედავენ პოლიტიკური ქულების პოპულიზმით დაწერის შესაძლებლობას. წარმატებები ჩვენს ქვეყანას, წარმატებები განათლების სამინისტროს, სამინისტროს გუნდს მინისტრის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს...

“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა...

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...