spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"2012 წელს ამ ადამიანმა მთელი საქართველო გააერთიანა მის...

“2012 წელს ამ ადამიანმა მთელი საქართველო გააერთიანა მის ირგვლივ და დაამარცხა ბოროტება, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი” – კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგულ პრესაში გაკეთებული განცხადების შეფასებას ეხებოდა, ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის წვლილზე ქართულ პოლიტიკაში, ასევე, მის ქველმოქმედებაზე.

თბილისის მერის თქმით, უანგარო ქველმოქმედების გარდა ბიძინა ივანიშვილის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო 2012 წელს მისი პოლიტიკაში ჩართვა:

ბიძინა ივანიშვილი არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი ხალხი. ის არის ადამიანი, რომელმაც უამრავი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა, უამრავ ოჯახს, არაერთ ადამიანს დაეხმარა. ეს იყო სკოლების რეაბილიტაცია-განახლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოწესრიგება. არ ვიცი, რომელი ერთი პროექტი ჩამოვთვალო, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. ეს იყო მისი უანგარო ქველმოქმედება და დღესაც აგრძელებს ეს ადამიანი საქველმოქმედო საქმიანობას.

თუმცა მე მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, 2012 წელს მისი პოლიტიკაში შემოსვლა იყო, რადგან მან მთელი საქართველო გააერთიანა მის ირგვლივ და დაამარცხა ის ბოროტება, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას” – კახა კალაძე

„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...