spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონ სალომეს, შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს...

“ქალბატონ სალომეს, შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და, რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში” – მიხეილ სააკაშვილი

სასამართლო პროცესზე, ქვეყნის მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მიმართა:

მინდა ვუპასუხო სალომე ზურაბიშვილს, მინდა მივულოცო მას, ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა გაზეთ “Le Monde”-სთვის მიცემულ ინტერვიუში. აბსოლუტურად სწორი აქცენტები გააკეთა რუსულ ოლიგარქიაზე.

ამავე დროს, “Le Monde” თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა შეწყალების უფლება. სხვათა შორის, ამისკენ მოუწოდებდა მას, პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ის შეხვდა, ბოლო თვეების განმავლობაში.

განსხვავებით მაკრონისგან, ზელენსკისგან, სხვა ლიდერებისგან, ვინც ამისკენ [შეწყალებისკენ] მოუწოდებს ქალბატონ სალომეს, მე  არ მინდა რაიმე მოვთხოვო, უბრალოდ მინდა ვუპასუხო რამდენიმე საკითხზე:

ის ამბობს, რომ მე ვამბობ, რომ ვარ უკეთესად ფიზიკურად. – მე ვარ უკეთესად სულიერად, მე ვარ ძალიან მხნედ იმიტომ, რომ საბოლო ჯამში ვირწმუნე, ჩვენს ხალხს აქვს ძალა და ეს ძალა მაძლევს მეტ ძალას. მინდა ამ ძალების გაერთიანებით მოხდეს ჩვენი გამარჯვება.

რა თქმა უნდა, სულიერად უფრო მხნედ ვარ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ ვარ უკეთესად. ქალბატონი სალომე ამბობს, რომ მე არ მაქვს უცხოეთში გამგზავრების სურვილი. საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ჩემს სურვილზე დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩემს რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა.

და, რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს, შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და, რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...