სამშაბათი, აპრილი 30, 2024

სახალხო დღესასწაული “შემოდგომა ქედაში” და “ქედის ღვინის ფესტივალი” გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტში

ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული,,შემოდგომა ქედაში“ და ,,ქედის ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. სახალხო დღესასწაულს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სიტყვით გამოვლისას მთავრობის მეთაურმა ქედელებს სახალხო დღესასწაული მიულოცა და აჭარაში, ქედაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.

ქედელობის დღესასწაული ფრიდონ ხალვაშის სახელობის სკვერში გაიმართა. სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და გრძელდება თანამედროვე ინფრასტრუქტურის, ატრაქციონების, განათების, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები და საუკეთესო მეღვინეები.

გაიმართა ფერმერების, ქედის ღვინის მარნების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო კულინარიული მასტერკლასები, ჯარას თაფლის პრეზენტაცია, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული, ასევე, სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული