spot_img
მთავარირეგიონის ამბები"გამომყევი აჭარაში" კამპანიამ სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი...

“გამომყევი აჭარაში” კამპანიამ სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა

17 ნოემბერს, ბათუმში, შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე გამოვლინდება, კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული კონტენტით რომელმა მოგზაურ-ინფლუენსერებმა დააგროვეს მაქსიმალური წვდომები (Reach) და მოიპოვეს კამპანიის მთავარი პრიზები. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კამპანია „გამომყევი აჭარაში“ წელს პირველად განახორციელა. ორთვიანი კამპანიისას, აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა 100 მილიონ წვდომას (Reach) გადააჭარბა და ასიათასობით ქართველს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ადგილები და სერვისები.

კამპანია 15 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა. კამპანიაში 50-მდე მონაწილე დარეგისტრირდა, თუმცა მათ შორის ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ ასიათასობით გამომწერს. შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდება კამპანიის რომელი მონაწილის მიერ გამოქვეყნებულმა სამოგზაურო კონტენტმა დააგროვა ყველაზე მეტი წვდომა (არანაკლებ 10 მილიონი) და მოიგო კამპანიის მთავარი პრიზები. კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას ინფლუენსერები, მოგზაურები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...