პარასკევი, მაისი 3, 2024

ბათუმის ბულვარში საერთაშორისო სტანდარტების სკეიტპარკის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების სკეიტ და როლერ პარკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 4800 კვ.მ ფართობზე განთავსდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სკეიტმოედანზე მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან და ბულვარის დირექტორთან, ლაშა მიქელაძესთან ერთად დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასასვენებელი სივრცეების, მაყურებელთა ტრიბუნების, განათების სისტემის მოწყობა. უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა და ამჟამად, მიმდინარეობს დეკორატიული თაღებისა და დასასვენებელი სივრცეების მშენებლობა.

ახალი პროექტი ბათუმის ბულვარის განვითარებისა და განაშენიანების გეგმისა და მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა. მულტიფუნქციური სპორტული სივრცე სკეიტბორდის მსოფლიო ჩემპიონატს, რეგიონალურ და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული