ორშაბათი, მაისი 6, 2024

გიორგი ვაშაძემ და თინა ბოკუჩავამ ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში პეტრას ასტრევიჩუსთან შეხვედრა გამართეს

გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ბრიუსელში საქართველოს მტკიცე მხარდამჭერს, ევროპარლამენტარ, პეტრას ასტრევიჩუსს შეხვდნენ და საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს.

საუბრისას, ევროპარლამენტარმა, პეტრას ასტრევიჩუსმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში საქართველოს არაერთი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს.
საქართველოდან ჩასული ოპოზიციონერი ლიდერები ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მიმდინარე კვირის განმავლობაში კვლავ განაგრძობენ – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული