შაბათი, აპრილი 19, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაახალწლო ღონისძიების ფარგლებში "ახალი საქართველოს" გუნდმა 1000 ბავშვს...

საახალწლო ღონისძიების ფარგლებში “ახალი საქართველოს” გუნდმა 1000 ბავშვს უმასპინძლა

ვერის საკალათბურთო დარბაზში, ,,ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში “ახალი საქართველოს” გუნდმა 1000 ბავშვს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე მოწვეულ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ მიულოცეს:

“ვუმასპინძლეთ 1000 ბავშვს, რომელთა შორის არიან შშმ პირები და ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ერთი დღე მაინც გაგვეხალისებინა ბავშვებისთვის და საჩუქრად სიმბოლური ტკბილეულიც გადავეცით. დარწმუნებული ვარ ეს დღე მათთვის დასამახსოვრებელი იქნება,” – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

“ახალი საქართველოს” სოციალურმა სამსახურმა უზრუნველყო ის, რომ ყველაზე მეტად ეკონომიკური პრობლემის მქონე ოჯახებთან ერთად აღგვენიშნა დღევანდელი დღე. საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა და 2020 წლიდან განსაკუთრებით სწრაფად უნდა დაიწყოს ქვეყანამ განვითარება, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ უკიდეგანო გაჭირვებიდან და ახალი წელი მართლაც ყველას ერთნაირად გვიხაროდეს,” – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...

გიორგი ბარამიძე: “აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ”

“ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...