spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ჭედავს, ათეთრებს, ანგრევს...

“რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ჭედავს, ათეთრებს, ანგრევს ქართულ ეკლესიებს, რომელიც ხოცავს ჩვენს თანამოქალაქეებს” – დავით კირკიტაძე

საკუთარ სოფელში, კირბალში, კიდევ ერთი ქართველი პატრიოტი მივაბარეთ მიწას და სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა ლომისის ეკლესიაში აჭედილი კარების გახსნის და ეკლესიაში შესვლის შემდეგ დარჩება სიტყვებად, რომელიც ყოველთვის ემახსოვრება ქართველ ხალხს. მისი საქციელი დარჩება გმირობის საქციელად და მისი სიტყვების მეორე ნაწილი პირდაპირ, როგორც ამოძახილი ქართველი ხალხისა რუსების მიმართ იქნება მანამ, სანამ რუსები გააგრძელებენ იმ პოლიტიკას, რომელიც მათ ასწლეულებია აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობაზე ისე, როგორც ჩვენი არაერთი მოქალაქის მკვლელობაზე, პასუხისმგებელია რუსეთის სახელმწიფო და არავინ სხვა და მცდელობა იმისა, რომ სურათი რამენაირად „გაიბლაროს“, რომ რუსეთისგან ისრები გადატანილი იქნას სხვა მიმართულებით არის უშედეგო.

მისი თქმით, რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ჭედავს, ათეთრებს, ანგრევს ქართულ ეკლესიებს, რომელიც ხოცავს ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელიც ეწევა ოკუპაციას მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიების, რომელიც არის დარჩენილი ერთ-ერთი უკანასკნელი ბარბაროსი კაცობრიობის წინააღმდეგ:

ღრმად ვარ დარწმუნებული, რუსეთის სახელმწიფო ამ ფორმით, იმ მისწრაფებებით და იმ სტრატეგიით, რომელიც დღეს აქვს – ძალიან მალე დასრულდება და დასრულდება ჩვენს მეგობარ ქვეყანაში – უკრაინაში. ამის შემდეგ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენ მეგობრებსაც მოგვეცემა საშუალება, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და დასრულდეს იმ ბარბაროსული აქტების ჩადენა, რომელსაც რუსეთი ეწევა მისი მეზობლების მიმართ.

დროა, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის დამნაშავე როგორც თამაზ გინტურის, ასევე უამრავი ჩვენი ქვეყნის პატრიოტის მკვლელობაში და ამ მიდგომაში რუსეთთან უნდა ვიყოთ ერთიანი და ყველამ, განურჩევლად პოლიტიკური მიდგომებისა, უნდა შევეცადოთ ეს ნათელი სურათი, ეს სიმართლე მივიტანოთ ჩვენს საზოგადოებამდე, ჩვენს მეგობრებამდე და არ უნდა მივცეთ საშუალება რუსეთს, ჩვენი განცხადებებით, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...