spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონი სალომე მაინც არ იშლის ჯიუტობას და აგრძელებს...

“ქალბატონი სალომე მაინც არ იშლის ჯიუტობას და აგრძელებს მოგზაურობებს, დასვენებებს, ახლობლების მონახულებას” – ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონალური კომიტეტისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა მწვავე კრიტიკულ შეფასებას აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებულ მორიგ ევროპულ ვიზიტთან და ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც ფრანგულ ტელეკომპანია ,,FRANCE 24”-თან გააკეთა:

,,ქალბატონი სალომე მაინც არ იშლის ჯიუტობას და აგრძელებს მოგზაურობებს, დასვენებებს, ეტყობა, ახლობლების მონახულებას – საფრანგეთშია ხშირად და მაგიტომ. თუმცა, თქვენ იცით, ლეგიტიმაცია არ აქვს. ის კონსტიტუციას არღვევს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების მხრიდან, მას ლეგიტიმაცია არ აქვს.

ქალბატონი სალომე, ბოლო 2 წელია, იმ რადიკალების ნარატივზე გადაბარგდა. არ ვიცი, რა პროცესი აქვთ ერთმანეთში, როგორ მოხდა, მაგრამ ის, რომ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოხვალ და იტყვი ,,ეს ფსევდორეფორმა არის, არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსსო“, მერე რომ ჩახვალ, ინტერვიუს მისცემ ,,ბატონ პრემიერში არ ვარ დარწმუნებული, უნდა თუ არა კანდიდატის სტატუსიო“ – ეს მავნებლობაა.

ვერ დავაბრალებ, რომ ქალბატონ სალომეს უყვარს ქვეყანა და უნდა კანდიდატის სტატუსი. არა! მავნებლობდა და მავნებლობის შედეგად ჩვენ შევუზღუდეთ გადაადგილება. ჯიუტობს, მაგრამ კონსტიტუციის დარღვევით მაინც გადაადგილდება.

ასეთი რადიკალი ე.წ. პრეზიდენტი ჩვენთვის ის არ არის. ჩახდილებთან იქნება თუ ხელმოცარულებთან, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად გვაინტერესებს და არ არის ჩვენი ინტერესის სფერო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...