spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ტყვეობაში მყოფი ადამიანის პოსტებზე, პოზიციებსა და შეფასებებზე არ...

“ტყვეობაში მყოფი ადამიანის პოსტებზე, პოზიციებსა და შეფასებებზე არ გავაკეთებ კომენტარს…” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე პოზიციას აფიქსირებს პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებით:

მე მრავალჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ტყვეობაში მყოფი ადამიანის პოსტებზე, პოზიციებსა და შეფასებებზე არ გავაკეთებ კომენტარს…

თუმცა, გავაკეთებ კომენტარს მათზე, ვინც პატიმრის სახელსა და რეპუტაციას ეფარება, ვიწრო მერკანტილური ინტერესისთვის იყენებს, ერთ დღეს ამბობს – აი, მიშამ თქვა და წადი, მეორე დღეს კი აშანტაჟებს, ემუქრება და ულტიმატუმს უყენებს, როდესაც მისი პოზიცია არ მოსწონს, ამას აკეთებს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ბრიფინგის სახით.

ვნახეთ თავმჯდომარის შანტაჟის ტონში ფორმულირებული მოთხოვნა.

და უცნაურად და უცაბედად, ფეისბუქიდან ქრება მათთვის “არმოსაწონი პოსტი”.
ამას აკეთებს ხალხი, ვინც თვეების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არ არის არაფორმალური მმართველობა პარტიაში. ამას აკეთებს ხალხი, რომელსაც ერთი კვიპროსული ხელი მართავს, მათ მესიჯსა და მოთხოვნას აყალიბებს.

ამით კი პირველ რიგში მიშას რეპუტაციას აზიანებს, მის სიტყვას ფასს უკარგავს…

სიმართლისთვის და სამართლიან ბრძოლას აქვს თავისი წესები, რომელსაც თუ არღვევ, სიმართლეს კარგავ, შანტაჟი ოცნების ხელწერაა, მისი მიზანია ისეთი ცუდი იყოს ოპოზიცია, რომ ოცნება მუდამ იყოს ხელისუფლებაში, შანტაჟსა და კომპრომატებში ოცნება აუცილებლად გაჯობებს, მითუმეტეს როდესაც მერაბიშვილ-კეზერაშვილზეა საუბარი…

მიშა აუცილებლად იქნება თავისუფალი და აუცილებლად გულწრფელად და თამამად ჩავხედავ მას თვალებში, მანამდე კი ოცნებასთან ბრძოლაა მოსაგები, გამარჯვების რწმენით, სიმართლითა და ღირსებით – ეს ბრძოლა უკმოპრომისობითაა მოსაგები და არა მორალური კომპრომისებით დასუსტებული პოზიციით, რაზეც პარტიის მენეჯმემტი არა მხოლოდ თავად მიდის, არამედ სხვისგანაც იმავეს მოითხოვს…“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...