spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიცია - ყოჩაღ, სამოქალაქო სექტორი - ყოჩაღ, ხელისუფლება...

“ოპოზიცია – ყოჩაღ, სამოქალაქო სექტორი – ყოჩაღ, ხელისუფლება – მოუსმინე ქართველ ხალხს” – გიორგი ვაშაძე

მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ეს ცხრა წინაპირობა არის გასაკეთებელი, ჩვენ ხომ იცით, რომ გამკეთებლები ვართ, მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში შესრულდება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 9 რეკომენდაციას გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურებაა, რასაც ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებიც ადასტურებს.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დამატებით 9 რეკომენდაციის შესრულება აუცილებელია, რასაც „ქართული ოცნება“ არ განახორციელებს:

გილოცავთ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაბეტონდეს დეკემბერში. საქართველომ კანდიდატის სტატუსზე მიიღო პოზიტიური რეკომენდაცია და პირველ რიგში, თქვენ გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო! როგორც ქალბატონმა ურსულამ თქვა, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს ყველაფერი და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მოუსმინონ ქართველ ხალხს. ოპოზიცია – ყოჩაღ, სამოქალაქო სექტორი – ყოჩაღ, ხელისუფლება – მოუსმინე ქართველ ხალხს, ეს არის მთელი შინაარსი.

რაც შეეხება მთავარ საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვეს, მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ეს ცხრა წინაპირობა არის ჩვენი გასაკეთებელი და მთავარი არის ის, რომ მომავალი, 2024 წლის არჩევნები გეოპოლიტიკური არჩევნებია. რა გზას ირჩევს საქართველო: ამ 9 რეკომენდაციის შესრულებით ევროკავშირის წევრობას, თუ ისევ ჭიდაობას და იმ მაიმუნობას, რასაც ჰქონდა ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან. მთავარი – ვინ არის ამ პირობების შემსრულებელი? ჩვენ ხომ იცით, რომ გამკეთებლები ვართ – მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში იქნება შესრულებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

„ქართული ოცნება“ კვლავ დაიწყებს ჭიდაობას, რომ ცხრა პირობა არ უნდა შეასრულოს და რატომ არის „ქართული ოცნება“ ასეთი დამწუხრებული? მათაც კარგად იციან, რომ ამ ცხრა პირობის გამკეთებლები ისინი არ არიან და დიაგნოზს ამ ყველაფერს საზოგადოება აუცილებლად დაუსვამს.

წინ დიდი გამარჯვებისკენ! პირველი ნაბიჯი გადადგმულია, დეკემბერში იმედი მაქვს ჩაბეტონდება და ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც უნდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, დარწმუნებული ვართ იქნება 2024 წლის არჩევნებში, რომელიც ამ პირობებიდან მესამე მნიშვნელოვანი პირობაა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“მოსწავლეებზე სისტემური ძალადობა “ქართული ოცნების” “ნოუ ჰაუ” ხდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...