spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"განა ეს არის მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც...

“განა ეს არის მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები და კლავენ?!” – თინათინ ბოკუჩავა

გუშინ, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს და საქართველოს ერთი მოქალაქე გაიტაცეს. თემასთან დაკავშირებით მწვავე განცხადებას აკეთებს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა:

,,გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ, კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ სრულიად ყალბია ,,რუსული ოცნების” ნარატივი თავიდან ბოლომდე. მათ შორის, როდესაც ის გვესაუბრება მშვიდობაზე. განა ეს არის მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები და კლავენ?!

ერთადერთი გზა, რეალური მშვიდობის მიღწევის და იმის, რომ ჩვენი მოქალაქეები ყველგან, საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ დაცული, არის საქართველოს გაწევრიანება NATO-სა და ევროკავშირში. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ თითოეულმა ჩვენგანმა.

სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მათ აქვთ არჩეული კოლაბორაციონისტური, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან. ეს რას იძლევა, ამას გვიჩვენებს, მათ შორის, ისეთი უმძიმესი ფაქტები, როგორიც გუშინ ვიხილეთ“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...