ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

“მადლობა, ვინც ჟოზეს გულშემატკივრობს! ჟოზეს ძალიან უყვარხართ❗️” – გიორგი მარშანია

სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, მულტიპლიკატორი, ანიმაციური სერიალის “ჟირაფი ჟოზეს” შემქმნელი, გიორგი მარშანია საოცარი პროექტის მორიგი, ამჯერად უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, წარმატებების თაობაზე საუბრობს და საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის:

ხალხო, უდიდესი მადლობა თქვენ, ასეთი არნახული მხარდაჭერისთვის!💛

ყველას ვერ გამოგეხმაურეთ, მაგრამ ყველაფერი ვნახე და ყველა მოწონებამ, გულმა, პოსტმა, კომენტარმა, პირადმა წერილმა, მონიშვნებმა – საოცრად გამაბედნიერა🥰

🟨 ჟოზეს ეს წარმატება შექმნა თქვენმა ასეთმა მხარდაჭერამ, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი!
🟨 ჟოზეს ეს წარმატება შექმნა პატარების უზარმაზარმა სიყვარულმა!
🟨 ჟოზეს ეს წარმატება შექმნა ყველა იმ ნიჭიერმა ადამიანმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჟოზეს შექმნაში!
🟨 და რა თქმა უნდა, რაღაც წვლილი სტუდიის ხელმძღვანელობამაც შევიტანეთ – მე და ირაკლი ნადირაძემ 👋😁

აწი, ჯერი ამერიკელებზეა! ✊🤩“, – ცხადებს გიორგი მარშანია და ამ სამადლობელო პოსტამდე, საოცარი პროექტის “ჟირაფი ჟოზეს” მორიგი წარმატებების თაობაზე, კონკრეტული განმარტებები გააკეთა:

🦒 დაახლოებით 18 თვის წინ, პირველი მეილი რომ მივიღე ამერიკელებისგან,
სათაური ჰქონდა ასეთი:

JOZE TAKES OVER AMERICA !!

სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე ამას რომ გწერენ ნიუ-იორკიდან და ლოს-ანჯელესიდან ერთდროულად, მთლად დამაჯერებელი არ არის😂, მაგრამ
15 საათში ჟოზეს პირველი სერიის პრემიერაა იუთუბზე, ამერიკელი ბავშვებისთვის 🤷‍♂️

ჯერ ზუსტად არ ვიცი რას იზამს ჟოზე ამხელა აუდიტორიასთან.

მაგრამ ქართველი ბავშვების სიყვარულმა ეს ქვეყანა რომ ვერ დაიტია და ოკეანის გაღმა გავიდა ყვითელი ბედნიერება – ეს ფაქტია💛

როგორც არ უნდა იყოს, მადლობა თქვენ, ვინც ჟოზეს უყურებთ!

მადლობა, ვინც ჟოზეს გულშემატკივრობს! ჟოზეს ძალიან უყვარხართ❗️” – აღნიშნავს გიორგი მარშანია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული