spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის რუსული სისტემის ნაწილი, შესაბამისად,...

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის რუსული სისტემის ნაწილი, შესაბამისად, არაფრის გამომძიებლები არ არიან” – ანა წითლიძე

პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრი, ანა წითლიძე კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით:

,,სუს-ს იმიტომ ჰქვია სუს-ი, იმიტომ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ მიხეილ სააკაშვილისგან ან ნებისმიერი სხვა საქართველოს მოქალაქისგან არ უნდა იგებდეს იმას, ქვეყანაში შეიძლება რაღაცა დივერსიული ჯგუფი რომ იყოს.

ჩვენ, რეალურად, ვნახულობთ იმას, რომ არაფრის გამომძიებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის.

ნებისმიერი ესეთი რაღაცა დაკითხვა, იქნება მხოლოდ ფორმალობა. იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის რუსული სისტემის ნაწილი. შესაბამისად, არაფრის გამომძიებლები ისინი, ცხადია, არ არიან“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის: მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო სხდომაზე ჩართვისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებაზე და აღნიშნა, რომ მათ შორის შესაძლოა დივერსიული ჯგუფებიც იყოს, რაზეც სუს-მა გამოძიება დაიწყო და მე-3 პრეზიდენტის გამოკითხვა გადაწყვიტა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...