spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ გავაერთიანოთ ძალები და...

“ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ გავაერთიანოთ ძალები და გავიმარჯვოთ” – გიორგი ვაშაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ნიუ-ორკში ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ.

გიორგი ვაშაძემ, თინა ბოკუჩავამ, პეტრე ცისკარიშვილმა, სერგო ჩიხლაძემ და ალექსანდრე კრევო-ასათიანმა ემიგრანტების პრობლემები მოისმინეს და კოალიციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, კოალიციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება წარმოადგენს.

მისივე თქმით, ელიტასა და ხალხს შორის უდიდესი ეკონომიკური დისბალანსია, რაც მომავალ, 2024 წლის არჩევნებზე უნდა დასრულდეს:

ნიუ-ორკიდან ვიწყებთ ემიგრაციასთან სრულიად ახალი კონტაქტის პროცესს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გავიმარჯვოთ არა უბრალოდ არჩევნებში, არამედ საქართველომ გაიმარჯვოს, რომ ამდენი ემიგრანტი არ გვყავდეს, ყველას ქვეყნიდან გასაქცევად არ ჰქონდეს საქმე და არ იყოს ყველაზე დიდი უსამართლობა, რომ ელიტა ზემდიდარია და ხალხი უკიდურესად გაჭირვებული.

თქვენ, ვინც აქ ცხოვრობთ კიდევ რამდენ ოჯახს ინახავთ საქართველოში და რამდენ ოჯახს აქვს თქვენი იმედი დახმარებით, იმიტომ, რომ შემოსავალი არ აქვს ხალხს. მეორე მხრივ, რომ ჩართავ ტელევიზორს მოისმენ, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის, ვისთვის იზრდება ეკონომიკა?

პირველი – ვიწრო წრისთვის, მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ არც არაფერია შესაცვლელი. ხალხი საშინელ დღეშია. პარლამენტში განხილვა იყო ჯარიმების, გადასახადების გაზრდაზე, ახლა რაღაც ქონების გადასახადი უნდა შემოიტანონ, მიწის გადასახადი, წარმოიდგინეთ 24 მლრდ ლარი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტი საქართველოში, ეს ძალიან ბევრი ფულია საქართველოსთვის, მაგრამ მთავარია ეს როგორ იხარჯება? რატომ არის დიდი დისბალანსი ელიტასა და ხალხს შორის? იმიტომ, რომ ეს თანხა ნაწილდება კორუფციულ ქსელებში, ნაწილდება გარკვეული ადამიანების ჯიბეებში, ათი წელია სამტრედიაში ხიდი ვერ ააშენეს.

მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლებაში გვყავს ხალხი, რომელთა ამოცანაც არა ხალხთან კონტაქტი, არამედ მთავარი საზრუნავია ბედნიერი იქნება თუ არა ივანიშვილი. მარტო გასულ წელს, 100 000 ჩვენი თანამოქალაქე წავიდა ქვეყნიდან, 100 000 ადამიანი ზოგი ამერიკაში წავიდა, ზოგი მექსიკით შემოდის, რამხელა გაჭირვება გაქვთ გადატანილი, რამდენი ვერ უძლებს ამ ფსიქოლოგიურ სტრესს.

მე მადლობასაც და ბოდიშსაც გიხდით, რომ ამდენი ხანი ვერ შევცვალეთ ვითარება ქვეყანაში, რომ ქვეყნიდან წასვლა არ დაგჭირვებოდათ, ამიტომ ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ გავაერთიანოთ ძალები და გავიმარჯვოთ. მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს დიდი მომავალი და ამიტომ ვარ პოლიტიკაში ამ დრომდე, მე ამის მჯერა და მინდა თქვენც დაგარწმუნოთ, რომ თუ ძალებს გავაერთიანებთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოსწავლეებზე სისტემური ძალადობა “ქართული ოცნების” “ნოუ ჰაუ” ხდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს,...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...