მხატვარი, გია ბუღაძე ,,მთავარი არხის” ჟურნალისტთან კომენტარს აკეთებს ჩინეთში გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუნტინთან ერთად ესწრებოდა:
,,უკვირთ ხოლმე ამ ადამიანებს, მინისტრებს, ე.წ. მთავრობის წევრებს, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ეგრედ წოდებულია, რომ ვიღაც-ვიღაცები და უმეტესობა მათ განიხილავს, როგორც მონებად. ჩვეულებრივი მონაა ხომ რეალურად?! იმიტომ, რომ დავალებაა ასეთი – ,,პუტინთან უნდა იჯდეს“. დავალებაა ასეთი…
მშვენივრად იცოდნენ, ყველაფერი ძალიან კარგად იყო გააზრებული, რომ, რა თქმა უნდა, იქ პუტინი სიტყვით გამოვიდოდა, გვერდით მოუხდებოდა ჯდომა, ვთქვათ, იგივე ე.წ. ,,ნადიმის დროს”.
რეალურად, საქმე გვაქვს ჩვეულებრივ მოღალატეობრივ პოლიტიკასთან.
ხალხი უნდა მიხვდეს, რომ მათშია ძალა. ადამიანებმა თავის დროზე, როცა მოვა ამის დრო, პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავონ და მოაშორონ ეს ხელისუფლება – მოღალატე ხელისუფლება“, – განაცხადა გია ბუღაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე