spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გამარჯვების კოალიციის" წარმომადგენლების - შორენა ლობჟანიძისა და ედო...

“გამარჯვების კოალიციის” წარმომადგენლების – შორენა ლობჟანიძისა და ედო ჯავახიძის ერთობლივი ბრიფინგი ქართული ენის სწავლების პროგრამასთან დაკავშირებით

“გამარჯვების კოალიციის” წარმომადგენლებმა – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა ედო ჯავახიძემ და ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობების მიმართულების ხელმძღვანელმა, შორენა ლობჟანიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს ქართული ენის სწავლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით:

,,კოალიციის ფარგლებში შემუშავებულ იქნა პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში სახელმწიფო ენის სწავლებას, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული გავითარებისთვის.

საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა საუბრობდეს ქართულად, რომლის განხორციელებაც საჭიროა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის! საჭიროა ერთიანი ეროვნული ქსოვილის გასაძლიერებლად, ადამიანის უფლებების დაცვისთვის და ეკონომიკის განსავითარებლად!“ – განაცხადა ედო ჯავახიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა, ასევე, შორენა ლობჟანიძემ:

,,ჩვენი მიზანია:

  • გავაორმაგოთ ქართული ენის მასწავლებელთა რაოდენობა;
  • არაქართულენოვან მოსახლეობაში ქართული ენის მივლენილ მასწავლებლებს გავუზარდოთ შრომის ანაზღაურება;
  • შევქმნათ ორენოვანი სწავლების თანამედროვე საჭიროებებზე მორგებული კონცეფცია;
  • უზრუნველვყოთ ბაღების მშენებლობა არაქართულენოვან დასახლებებში, რათა სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ჰქონდეთ ქართული ენის შესწავლის საშუალება;
  • დავნერგოთ შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგების გადამზადების ეფექტიანი მექანიზმი და რაც მთავარია, ქართული ენის სწავლა გავხადოთ უფასო 1+4 პროგრამის ფარგლებში“, – განაცხადა შორენა ლობჟანიძემ.
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – მარიკა არევაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...