პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, რომ არსებობს პოზიტიური მოლოდინი, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს:
,,ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ხოლმე, რომ 50/50-ზე იყო შანსები, თუმცა, დღეს, ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი.
თანდათანობით მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ.
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი სათანადოდ იქნება ბოლომდე მიყვანილი. პრაქტიკულად უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე