spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც"

კახა კალაძე: “2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც”

2012 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარებულ არცერთ არჩევნებში სხვა რომელიმე ქვეყნის ჩარევის ფაქტი არ დაფიქსირებულა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მომავალ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მნიშვნელოვანი საკითხია.

ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როდის ყოფილა რუსეთის მხრიდან ჩარევა არჩევნებში, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა. არ არსებობს ასეთი ფაქტი.

ზოგადად, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რაც ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა არავის მიეცეს სალაპარაკო და რაიმე თემის გამოყენების შესაძლებლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე – „რამდენად არსებობს არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე რუსეთის აგენტად არის დასახელებული“, – კახა კალაძე პასუხობს, რომ რადიკალური ოპოზიციის სახით, საქართველოში უამრავი აგენტი არსებობს, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს.

ჩვენდა სამწუხაროდ, უამრავი ჯაშუში და აგენტი გვყავს, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს. დააკვირდით, რადიკალურ ოპოზიციას – მათი ყველა ქმედება განპირობებულია და მიმართულია საქართველოს, ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ნახეთ, რამდენი ჯაშუში გვყავს, რომელი ერთი დაგისახელოთ.

„ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში.

დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და ჩემი სიტყვები. იმხელა მხარდაჭერა, რომელიც დღეს პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც“, – განაცხადა თბილისის მერმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...