კვირა, მაისი 5, 2024

“დავდგეთ ერთად და დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის დეოლიგარქიზაცია ანუ დებიძინიზაცია!” – სოფო ჯაფარიძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ოფისის ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს, სადაც საპროტესტო მსვლელობას აანონსებს:

,,დღეს ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ყოველდღიურად გვაშორებს დემოკრატიისაგან და ღიად აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

მეგობრებო, დროა სამიზნე გავასწოროთ და გავითავისოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტები, არამედ თავად რუსი ოლიგარქი ივანიშვილია, რომელმაც გადაწყვიტა ქართველები რუსებით ჩაანაცვლოს.

დღეს არ არის გარჩევების, ურთიერთბრალდებების და პოლიტიკური კეკლუცობის დრო. მოგიწოდებთ, დავდგეთ ერთად და დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის დეოლიგარქიზაცია ანუ დებიძინიზაცია!

ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს 11:00 სააათზე რესპუბლიკის მოედნიდან ერთად დავიძრებით ჭორვილაში, სადაც აუცილებლად შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ვერ გაგვარუსებს! ჩვენ ქვეყანას და მოქალაქეებს ვეღარ გააქცევს ჩვენი ქვეყნიდან!

დღეს არ არის დაყოფის დრო! ან ერთად ვიბრვით რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ან ვხდებით მისი მოღალატეობრივი რეჟიმის მონაძილეები“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული