spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არცერთი ადამიანი, რომელიც უშუალოდ ჩვენ გვესხმის თავს, ამ...

“არცერთი ადამიანი, რომელიც უშუალოდ ჩვენ გვესხმის თავს, ამ სიაში არ იქნება შეყვანილი” – ელენე ხოშტარია

,,გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და პარტია ,,დროას” ერთობლივმა პროექტმა mona.ge მუშაობა დაიწყო და უკვე ცნობილია კონკრეტული პირები, ვინც ე.წ მონების სიაში იქნა შეყვანილი. თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,დროას” თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია:

,,ამა წლის 16 ოქტომბერს ჩატარდა სასამართლო სხდომა [კარტოგრაფების საქმე], ამ ძალიან მძიმე საქმეზე, მე ვიტყოდი – რუსულ საქმეზე, სადაც ცრუ ჩვენება მისცა მინდია ჯანელიძემ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ბევრ სხვა რუსულ საქმესთან. მონების სიაში შევიდა მიხეილ სადრაძე – ამ საქმის პროკურორი.

ამ კვირაში გრძელდებოდა ადამიანების დაბარება სუს-ში, სრულიად შეთითხნილი თუ ანტიდასავლური კამპანიის გამო. სუს-ის ის კონკრეტული გამომძიებლები, რომლებიც დაკავებულები არიან სრულიად უსამართლო და ანტიქართული საქმით, იყვნენ შეყვანილნი სიაში. ეს არის ირაკლი ყაფლანიშვილი – სუსის გამომძიებელი ამ საქმეზე, ელიზა ყუნჭულია – ასევე სუს-ის გამომძიებელი და გამოძიების მთავარი სპიკერი.

მესამე საქმე არის მარტის მოვლენების საქმე, როდესაც ბევრი ადამიანის უფლებები დაირღვა ცრუჩვენებების გამო. ამ ცრუჩვენებების გამკეთებლები არიან პოლიციელი – ბერიკა ტალახაძე, ასევე რატი ღოღაძე და მოსამართლე, რომელმაც ამ ცრუ ჩვენებების საფუძველზე არასწორი, უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, ეს არის ირაკლი ჩიკაშუა.

არცერთი ადამიანი, რომელიც უშუალოდ ჩვენ გვესხმის თავს, ამ სიაში არ იქნება შეყვანილი. იმიტომ, რომ აქ არ არის საუბარი ჩვენ კომფორტზე ან დამოკიდებულებებზე, არამედ მკაცრად იმ კრიტერიუმებზე, რაც მეტყველებს, რომ ემსახურებიან რუსულ საქმეს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...