spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პარლამენტშიც მივალ მე, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე,...

“პარლამენტშიც მივალ მე, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, მხარდასაჭერად არავინ არ მჭირდება” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, რომლის თანახმადაც იგი კონსტიტუციის დამღრვევად გამოაცხადეს, შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს:

ჩემი დუმილის დრო დასრულდა. აქამდე თავს ვიკავებდი, რამეთუ ჩავთვალე, რომ სანამ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობდა ამ პროცესში უშუალოდ ჩემი ჩარევა არ იყო საჭირო. ჩემი წარმომადგენლების როლი, რომლებმაც ჩემზე სამართლებრივი კუთხით ბევრად უფრო მცოდნენიც არიან და იციან როგორ წარმართონ ასეთი პროცესი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ჩემი ნდობა მათ სრულად ჰქონდათ და სრულყოფილად შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულება.

მე, მართალი გითხრათ, დღეს ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე არაფერი აღარ მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღესდღეობით ჩვენ სამართლებრივ სისტემაში დარჩენილი იყო, როგორც ერთერთი ადგილი, რომელიც გარკვეულწილად კიდევ იმსახურებდა ნდობას. დღეიდან ესეც უკვე აღარ არის ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, უნდა სცხვენოდეს ყველა მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა უნდა სცხვენოდეს, ერთადერთი, სამმა ადამიანმა გარკვეულწილად გადაარჩინა უფრო თავიანთი რეპუტააცია, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოსი.

ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანი მიყენებაა იმ დროს, როცა პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ასეთი დამახინჯებულია და ამ ქვეყანაში აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი, გარდა ერთისა – პრეზიდენტის ინსტიტუტისა.

ამიტომ მე მინდა გაგამხნევოთ, გითხრათ თქვენ, საზოგადოებას და ყველას, ვინც მისმენს დღეს, რომ მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ვიდექი ქუჩაში, ამ ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის, რადგან დღეს ერთი ქვით მოკლეს (ან სცადეს) ევროპული მომავალი და დემოკრატია, რადგან ქვეყანა, სადაც სხვადასხვა შტოებს შორის არანაირი ბალანსი არ არსებობს, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება.

ეს ,,ოცნების“ მცდელობა, მაგრამ ,,ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ! ეხლა თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის, ეს მე აღარ მაინტერებს. მე მაინტერესებს სად გამოვადგები ამ ქვეყანას: ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს, ამას გვეტყვის ახლო მომავალი. მე მინდა გითხრათ თქვენ, რადგანაც ვიცი და მჯერა, რომ მთელი საზოგადოება გაერთიანებულია ამ ევროპულ გზაზე, ჩვენ, ერთად მივაღწევთ ამ შედეგს, პირველ შედეგს ამ წლის ბოლოს, რაც უნდა ხელს უშლიდნენ შიგნიდან ვიღაცები და მომავალი წლის ბოლოს, უკვე შემდეგი ეტაპი.

გვაქვს წელიწადნახევარი და ამ ყველაფერს მივაღწევთ და მივაღწევთ ასევე, თავისუფალ არჩევნებს. ნურავინ ნუ დაკარგავთ იმედს და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად.

პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან, რომ დავდგე მხარდასაჭერად არავინ არ მჭირდება. ეხლა მინდა ვურჩიო ყველას… მათი გადასაწყვეტია და მე ვერაფერს და ვერავის ვერ ვუკარნახებ, მაგრამ მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ ძლიერი სურათი დადგეს, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ.

შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არადა გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც სათქმელია, ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობ და ვიცი რომ არსებობს ქვეყანაში! დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...