პარასკევი, მაისი 17, 2024

“გულწრფელად რომ ვთქვა, საერთოდ არ მესმის ისრაელის მიწის ისტორიული კუთვნილების განხილვის რელევანტურობის. არცერთი მხრიდან” – ნიკა გვარამია

ისრაელ-პალესტინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწყებულ ემოციურ დისკუსიებს კონკრეტული პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ნიკა გვარამია:

გულწრფელად რომ ვთქვა, საერთოდ არ მესმის ისრაელის მიწის ისტორიული კუთვნილების განხილვის რელევანტურობის. არცერთი მხრიდან.

ისრაელს არაფერი აქვს სამტკიცებელი, ის გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში არსებობს. ისტორიული ექსკურსები პრაქტიკულად ყოველთვის სადავოა და ასევე ძალიან საშიშიცაა და უსარგებლოც, როცა საკითხი ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ქართველებისთვისაც, მათ შორის, ვინც ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე ვდგავართ.

ისტორიას ახასიათებს გადატვირთვები, როცა ახალი სტატუსკვო (სხვადასხვა წინაპირობებზე დაყრდნობით) ფიქსირდება ლეგალური ფიქსაციის რაიმე გზით (ძირითადად საზავო ხელშეკრულებებით) და კრისტალდება ახალი წესრიგი (მათ შორის, გეოგრაფიულიც). ამ წესრიგთან დაპირისპირება ისტორიულ რეალობასთან დაპირისპირებაა და შემთხვევათა 99%ში თავდასხმით ომს უდრის. თავდასხმით ომს კი გამართლება არა აქვს, მით უფრო, ტერორისტული გზით თუ წარმოებს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული