spot_img
მთავარირეგიონის ამბებიმთიან აჭარას ახალი ველომარშრუტი შეემატა

მთიან აჭარას ახალი ველომარშრუტი შეემატა

მთიან აჭარას ახალი წრიული საველოსიპედე მარშრუტი „გოდერძი-მწვანე ტბა-შავი ტბა“ შეემატა. 24 კილომეტრიანი მარშრუტი, რომლის მარკირებაც წელს განხორციელდა, გოდერძის უღელტეხილიდან იწყება. მარშრუტი გოდერძიდან მწვანე ტბამდე რიყეთისა და ლოდიძირის იაილებში გადის, სადაც მემთეურების ხის სახლებისა და ულამაზესი პეიზაჟების ნახვაა შესაძლებელი. მარშრუტის პირველი გაჩერება მწვანე ტბაა, სადაც მოგზაურებს პიკნიკი, ნავით ტბაზე გასეირნება და შთამბეჭდავი ფოტოების გადაღება შეუძლიათ. მწვანე ტბაზე შესვენების შემდეგ ველომარშრუტი შავი ტბისკენ გრძელდება. ტყის სიმწვანეში ჩაფლული შავი ტბა ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისათვის დამახასიათებელი მცენარეებით. შავი ტბის შემდეგ ველომარშრუტი ისევ გოდერძის უღელტეხილზე ბრუნდება.

სამთო ველომარშრუტის მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ განახორციელა. გარდა ველომარშრუტისა წელს, ტურისტული ნიშნულები ასევე დამონტაჟდა მთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მდებარე ახალ საოჯახო-სასტუმრო სახლებთან, ღვინის მარნებთან და კოტეჯებთან. რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, უკვე დასრულდა ხიხანი ციხეზე ასასვლელი და მირვეთის ჩანჩქერთან მიმავალი ტურისტული ბილიკების მოწყობა. ახალი საპიკნიკე სივრცეებისა და მცირე ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულდება ღომას, ნამეფვარის, ბრილის, ჩალეწილებისა და ლელთის ტბის მიმართულებებზეც.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...