spot_img
მთავარიეს საინტერესოააჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან, სადაც საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორები საქართველოს კულტურას, ფოლკლორს, კულინარიასა და ოთხივე სეზონზე გათვლილ ტურისტულ მიმართულებების სამი დღის განმავლობაში გაეცნობიან. განსაკუთრებული ინტერესს იწვევს ბათუმი, როგორც ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება, რომელიც ზღვას, მთას, გასტრონომიას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და მდიდარ კულტურულ გარემოს აერთიანებს.

გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა სამუშაო შეხვედრები და პრეზენტაციები გამართა წამყვან ტურისტულ და მარკეტინგულ კომპანიებთან, ასევე მედიისა და ციფრული პლატფორმების წარმომადგენლებთან, მათ შორის: Trip.com, Dragon Trail International, Tongcheng Travel, WeChat, Weibo, China Business Network და China Ready. ITB China-ზე საქართველოს საგამოფენო სივრცეში სპეციალურად მოწყობილ სამუშაო პავილიონში 30-მდე ქართულ კომპანიას შესაძლებლობა აქვს შეხვედრები გამართოს და ბიზნესკავშირები დაამყაროს პოტენციურ პარტნიორებთან. ღონისძიებაში 100-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს და მას 25 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.

მნიშვნელოვნად იზრდება ინტერესი როგორც საქართველოს, ისე ბათუმის მიმართ ჩინეთისა და აზიის ტურისტულ ბაზარზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის მზარდ საერთაშორისო ცნობადობასა და პოტენციალს. ჩინელი მოგზაურების საქართველოში მოგზაურობის სტიმულირებას ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები. ჩინეთიდან საქართველოში უკვე სრულდება პირდაპირი რეისები ურუმჩიდან და ივნისში მას დაემატება პირდაპირი ფრენები უკვე შანხაიდან. პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველო-ჩინეთს შორის მეგობრულ და პარტნიურულ ურთიერთობას. გამოფენა 26 მაისს საქართველოს სტენდთან მაღალი რანგის პირების მონაწილეობით ოფიციალურად გაიხსნა და 28 მაისს დასრულდება. გამოფენის დაწყებამდე შანხაიში საქართველოს სახელით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა.

მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით ჩინეთში და ვმონაწილეობთ ITB China-ს ფარგლებში მიმდინარე გამოფენაში, სადაც საქართველო წელს პარტნიორი ქვეყანაა. გამოფენაზე ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და ჩინელ მოგზაურებს ვთავაზობთ საქართველოში მოგზაურობის ძალიან საინტერესო გამოცდილებას.

აღსანიშნავია, რომ ჩინელ მოგზაურებს საქართველოში მოგზაურობა ვიზის გარეშე შეუძლიათ. ჩინეთიდან პირდაპირი რეისები სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენი მიზანია, რომ ის მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობები, რაც ჩინეთსა და საქართველოს აქვს კიდევ უფრო გაღრმავდეს და ძალიან ბევრი ვიზიტორი ეწვიოს იმ მდიდარი ტრადიციების, კულტურისა და ტურისტული პროდუქტების აღმოსაჩენად, რომელიც საქართველოს ძალიან ბევრი აქვს,” – განაცხადა თინათინ ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს....

ქართული მთის რუხი ფუტკარი, ასევე ცნობილი როგორიც კავკასიური რუხი ფუტკარი (Apis mellifera caucasica)

"🐝 ფუტკრის საერთაშორისო დღეს ვისაუბროთ უნიკალურ ქართულ მთის რუხ...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

🐦 პორფირიონი (Porphyrio porphyrio) ლაინასებრთა ოჯახის წარმომადგენელია

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...