,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ანა წითლიძე ტვ ,,პირველის” ჟურნალისტთან კომენტარს აკეთებს ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით:
,,ფარცხალაძე, საქართველოს ხელისუფლებაში, არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელიც ამ ქვეყანაში რუსეთის გავლენის აგენტია.
ფარცხალაძე ერთადერთია ჯერ იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ დაასანქცირა. თუმცა, რუსეთს გავლენის აგენტები საქართველოს ხელისუფლებაში ბევრად უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ეს ერთი ფარცხალაძეა.
ამაზე უკვე საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


