ორშაბათი, მაისი 6, 2024

“მინისტრმა იკადრა ის, რაც კომუნისტურ პარტიასაც არ უკადრია, მას სკოლებში არ წარუდგენია ერთი დირექტორობის კანდიდატზე მეტი” – ნანა ტოხვაძე გიორგი ამილახვარზე

პატივცემულ მინისტრს, მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების და დამსახურების შესაბამისად, მოვართვით სიმბოლური საჩუქარი, მან იკადრა ის, რაც კომუნისტურ პარტიასაც არ უკადრია“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განაცხადა და განათლების სამინისტროსთან, სიმბოლურად, საბჭოთა სიმბოლიკით მივიდა.

როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, განათლების მინისტრმა საჯარო სკოლებში მხოლოდ ერთი, პოლიტიკურად სასურველი დირექტორობის კანდიდატები დატოვა, დანარჩენი კი პროცესების მიღმა დატოვა.

მისივე თქმით, საჭიროა მინისტრისა და დირექტორობის კანდიდატების შეხვედრა. სწორედ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა განათლების სამინისტროში წერილი ჩააბარა:

პატივცემულ მინისტრს, მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების და დამსახურების შესაბამისად, მოვართვით სიმბოლური საჩუქარი, რადგანაც მან იკადრა ის, რაც კომუნისტურ პარტიასაც არ უკადრია. პრაქტიკულად გააუქმა კანონით დადგენილი დირექტორთა არჩევის წესი და იმ სკოლებშიც კი, სადაც ორი და მეტი კანდიდატი იყო ასარჩევი, მას არ წარუდგენია ერთ კანდიდატზე მეტი.

პრაქტიკულად, მან შეძლო, რომ არჩევნების მიღმა დაეტოვებინა არასასურველი კანდიდატები და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნის გათვალისწინებით მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა სამეურვეო საბჭოებს. ახლა გამოდის და ჟონგლიორობს სტატისტიკით თითქოს ასეთი რამ არ მომხდარა.

მე მინდა დავტოვო წერილი და კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ის დირექტორობის კანდიდატები, რომლებიც მოლოდინში იყვნენ, რომ კონკურენციის, სამართლიანობის პირობებში გახდებოდნენ დირექტორები, მოითხოვენ მასთან შეხვედრას და აუცილებელია გამოსწორდეს ეს შეცდომა, რომელიც მიგვიყვანას კატასტროფულ შედეგამდე“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული