spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულ ოცნებას" განსაკუთრებით ეშინია "სტრატეგია აღმაშენებლის", ამიტომაც დაიწყეს...

“ქართულ ოცნებას” განსაკუთრებით ეშინია “სტრატეგია აღმაშენებლის”, ამიტომაც დაიწყეს ჩვენი პარტიის წევრებზე სანქციების დაწესება პარლამენტში – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები და აპარატის თანამშრომლები მიზანმიმართული თავდასხმების მსხვერპლნი არიან, რაც მათი მხრიდან ხელისუფლების რეალური სახის მხილებითაა განპირობებული.

„სტრატეგია აღმაშენებელში“ ამბობენ, მიუხედავად „ქართული ოცნების“ არაერთი მცდელობისა, ისინი კვლავ გააგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ:

შემთხვევითი არ არის, რომ “ქართულ ოცნებას” განსაკუთრებით ეშინია „სტრატეგია აღმაშენებლის“ რადგან დღეს ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია ვართ ის, ვინც ყოველდღიურად ვამხელთ „ქართული ოცნების“ მავნებლობებს, რეალური ქმედებებით ვეწინააღმდეგებით მათ და ვქმნით რეალურ ალტერნატიულ ძალას.

სწორედ ამ მიზეზით უკრძალავენ სერგო ჩიხლაძეს ჟურნალისტებთან ურთიერთობას და ტრიბუნასთან დგომას;

სწორედ ამ მიზეზით დაიწყეს ლაშა დიაროვსა და გიორგი ხაბურზანიას მიმართ დისციპლინური წარმოება;

სწორედ ამ მიზეზით გაუუქმეს ცესკო-ს წევრს, ანა კობახიძეს პარლამენტის საშვი.

წარმოიდგინეთ, მაშინ როდესაც ამერიკაში, კონგრესის შენობაში შესვლა ხდება უსაშვოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, აქ „ქართული ოცნება“ აწესებს ისეთ რეგულაციებს, რომ ხან დეპუტატებსაც კი გვიჭირს პარლამენტის შენობაში შემოსვლა.

“ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცოდეს, რომ რამდენიც არ უნდა ეცადონ, ვერ გაგვაჩერებენ, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ვამხილოთ და შევაჩეროთ მათი მიზანმიმართული მავნებლობები ქვეყნის წინააღმდეგ. ამასთან, ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს ისიც, რომ რაც არ უნდა რკინის ბარიერი აღმართოს მასსა და ხალხს შორის „ქართული ოცნების“ დამარცხება იქნება გარდაუვალი, რადგან ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამ ქვეყნის გარუსებს”, – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ბრწყინვალედ ჩატარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" XIII...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...