spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ გატკეპნილ გზაზე კი არ მივდივართ, არამედ უნდა...

“ჩვენ გატკეპნილ გზაზე კი არ მივდივართ, არამედ უნდა დავადგინოთ ისეთი წესი, ინტერპრეტაცია იმ ნორმებისა, რომ შემდგომში ეს იყოს პრეცედენტი სხვა გადაწყვეტილებებისთვისაც” – მერაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმის განხილვა მე-3 დღეა მიმდინარეობს. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ:

,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება, იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, არასდროს განუხილავს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ გატკეპნილ გზაზე კი არ მივდივართ, არამედ უნდა დავადგინოთ ისეთი წესი, ისეთი ინტერპრეტაცია იმ ნორმებისა, რომ შემდგომში ეს იყოს პრეცედენტი სხვა გადაწყვეტილებებისთვისაც.

პრეცენდენტული მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ფიქრს, დისკუსიას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას მოითხოვს.

ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრები ამ წარდგინებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ ვართ ბოლომდე ჩამოყალიბებული და ჯერ არ გვაქვს ერთმანეთისთვის აზრები გაზიარებული.

აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ყოველგვარი წინასწარი აზრის გამოთქმა და ვერდიქტის გამოტანა იქნება და არის სამართლებრივად არასწორი“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...

“სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას” – კახა კალაძე

„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...