ორშაბათი, მაისი 6, 2024

“რომ გავჩუმდეთ და არ ვისაუბროთ იმ უკანონობაზე, იმ უსამართლობაზე, რაც ხდება ქვეყანაში, ესეც დანაშაული მგონია” – პაატა მანჯგალაძე

აი, ვთქვათ და გამართლდა თქვენი პროპაგანდა და ხალხმა დაიჯერა, რომ ჩვენ გამო ვერ მიიღო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, რა შეღავათი ექნება საქართველოს მოქალაქეს? – არაფერი!“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ აგრძელებს პროპაგანდას, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ოპოზიციის ბრალი იქნება.

გარდა ამისა, მანჯგალაძე პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლეებსაც შეეხო და კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ფულის კეთებაზეა გადასული და ამის გამო ფარცხალაძესაც კი იცავენ:

იმ გამოსვლების შემდეგ, რასაც ვისმენ უმრავლესობის მხრიდან, მართალი გითხრათ, დისკურსიის დიდ აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ აქ მეორე პრობლემაა, რომ გავჩუმდეთ და არ ვისაუბროთ იმ უკანონობაზე, იმ უსამართლობაზე, რაც ხდება ქვეყანაში, ესეც დანაშაული მგონია. ამიტომ, დავიწყოთ, მთავარი საკითხით.

მთავარი საკითხი არის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის, „ქართული ოცნება“ არ ეშვება ამ მავნე რიტორიკას და ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევენ იმის გამო, რომ თითქოს ოპოზიცია ერთი წლის წინ არ მონაწილეობდა სამუშაო პროცესში.

ჩვენ ვნახეთ, ვარჰეის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ 12-დან 9 რეკომენდაცია არის შესასრულებელი, მათ შორის, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო, ანტიკორუფციულთან დაკავშირებული რეფორმა, რომელზეც ინიციატივები ოპოზიციას შემოტანილი აქვს და განსახილველადაც ვერ მოიცალა ხელისუფლებამ. აი, ვთქვათ და გამართლდა თქვენი პროპაგანდა და ხალხმა დაიჯერა, რომ ჩვენ გამო ვერ მიიღო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, რა შეღავათი ექნება საქართველოს მოქალაქეს? – არაფერი!

ახლა გადავიდეთ სხვა საკითხებზე, ვსაუბრობდით, რომ, რაღაც მიღწევები გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, განათლების მიმართულებით, ამ დროს ყველამ ვიცით, რომ კორუფციას მიაქვს ქვეყანაში ყველაფერი, მთავარი პრობლემა არის კორუფცია, 900 მილიონამდე დაჯდა სამტრედია – გრიგოლეთის კონკრეტული მონაკვეთის მშენებლობა და პროექტი, რომელიც 900 მილიონამდე უჯდება ქვეყანას, ხიდი ჩაინგრა, მესმის, რომ ხიდი რთული კონსტრუქციაა და ვერ აკეთებთ, მაგრამ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თუ არის აქ, პრაქტიკული რომ გავხადოთ და ხალხს რაც სტკივა, იმაზე რომ ვისაუბროთ, სამტრედიაში მეოთხე სკოლა, სამჯერ რომ გახსენით ლენტი და დაანონსეთ, სამ სხვადასხვა არჩევნებზე მოხდა სკოლის გახსნა და აი, გაუბედურებულია ადგილი, რატომ?

– იმის გამო, რომ ვიღაცას მოეწონა ეს ადგილი და სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდეს. მოდით ახლა და მამხილეთ, რომ მოვიტყუე და ეს ესე არ არის, ერთ ღამეში ხომ ვერ ააშენებთ სკოლას? – ეს არის მოცემულობა.

აი, სამტრედიაში სად ვარჯიშობს 13 წლამდე ჯგუფები – ტყეში, ეკალბარდში. ჩვენ ძეგლს ვუდგამთ ბურთს და არ გვაქვს სტადიონი, სადაც ივარჯიშებენ პატარა ბავშვები. მე ეს არც ვიცოდი, მშობლებმა მითხრეს. სამტრედიას, რომელსაც დიდი ისტორია აქვს საფეხბურთო, არ აქვს სავარჯიშო მოედანი, გასახდელი არ აქვს, წყალი არ აქვს, ეს ხომ რეალობაა?

აი, ნინო წილოსანი არის აქ, ასეთი რამ მოხდა გურიაში: ზემო ნატანებიდან ჩამოიყვანეს ქვემო ნატანებში სკოლის მოსწავლეები და მადლობა ღმერთს, რომ სწავლა არ იყო დაწყებული და დაშავდა მხოლოდ დამლაგებელი და მშობელი, ვის ვატყუებთ, რა დასავლეთის ბრალია?! რა, ოპოზიციის ბრალია?! ის, რომ ჭერი არ უნდა ჩამოინგრეს სკოლაში, ეს ამერიკის ბრალია?! ტყეში რომ არ უნდა ვარჯიშობდეს ბავშვი, ზამთარი მოდის, წყალი სჭირდება, გასახდელი სჭირდება, ეხლა უნდა ვლაპარაკობდეთ, 21-ე საუკუნეში ამაზე?!

მაგრამ არა – თქვენ საკითხს აყენებთ მარტივად, თუ ევროპა შემოვა აქ ხელისუფლებაში ხომ ვერ იქნებით, შესაბამისად ხომ არ იქნება კორუფცია? რა გირჩევნიათ ახლა ევროპა, თუ ის, რომ მოიპაროთ ფული აქ და წახვიდეთ და დაისვენოთ ევროპაში? რა თქმა უნდა, გირჩევნიათ მოიპაროთ აქ. ამის გამო მზად ხართ გადაეფაროთ ჯაშუშ ფარცხალაძეს, ფარცხალაძე არის თქვენი სახე!’’ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული