spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმპიჩმენტი ირაკლი ღარიბაშვილს უნდა გამოეცხადოს, ვინაიდან კონსტიტუცია დაარღვია,...

“იმპიჩმენტი ირაკლი ღარიბაშვილს უნდა გამოეცხადოს, ვინაიდან კონსტიტუცია დაარღვია, მან აუკრძალა სალომე ზურაბიშვილს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შესრულება” – რომან გოცირიძე

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით მწვავე პოზიციას აფიქსირებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების” წევრი, რომან გოცირიძე:

,,იმპიჩმენტი ირაკლი ღარიბაშვილს უნდა გამოეცხადოს, ვინაიდან კონსტიტუცია დაარღვია, მან აუკრძალა სალომე ზურაბიშვილს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შესრულება.

მოსამართლე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს დაადასტურებს, ქვეყნის წინაშე ღალატს მოაწერს ხელს.

ჩვენ ვიცით, რომ ეს მოსამართლეები პარტიულად არიან ,,ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულები. მათ შორის, ერთ-ერთი ჩემთან ერთად ამ პარლამენტში ვიცე-სპიკერის, ასე ვთქვათ, სავარძელზე იჯდა. გახსოვთ, ალბათ, ,,იქნებ დედა შეაგინა“, – ეს გამონათქვამი.

გვახსოვს, ვინ როგორ ინიშნებოდა, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ განუსაზღვრელი ვადით არიან დანიშნულები, ვერავინ გაათავისუფლებს მათ და თავად უნდა გათავისუფლდნენ ივანიშვილის და ,,ქართულ ოცნების” გავლენისგან, თორემ ხელს არავინ ჩამოართმევს. ისიც გაიხსენონ, შეერთებულმა შტატებმა როგორ დაუწესა სანქცია მათ კოლეგებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოსწავლეებზე სისტემური ძალადობა “ქართული ოცნების” “ნოუ ჰაუ” ხდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“არ მახსოვს სააკაშვილის მხრიდან ერთი საყვედური, პირიქით! მადლიერებას და პატივისცემას გამოხატავდა!” – გია ხუროშვილი

წინა ხელისუფლების დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი ცალკეულ...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...