ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

ნიკა გვარამია: “ხელისულფლების ამოცანაა სტატუსი არ მივიღოთ”

ნიკა გვარამია პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს აკეთებს ხელისუფლების ინტერესსა თუ ქმედებებთან მიმართებაში, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესთან დაკავშირებით:

📌 ხელისულფლების ამოცანაა სტატუსი არ მივიღოთ. მართალია, შიდაპოლიტიკურად სტატუსზე უარი მას არ აწყობს, მაგრამ ეს საგარეო პოლიტიკის საკითხია და, როგორც ყველა ამგვარი გადაწყვეტილება, მიიღება მოსკოვში;

📌 თუ სტატუსი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში საქართველომ მაინც მიიღო, ხელისუფლება დადგება მოცემულობის წინაშე, რომ ეს ფაქტი პროპაგანდის მეშვეობით გაყიდოს, როგორც საკუთარი წარმატება;

📌 თუ სტატუსი ვერ მივიღეთ, ხელისუფლების პროპაგანდა იქნება “ევროპა უსამართლოდ მოგვექცა” და “ევროპამ მიგვატოვა”.
(ამ ორი პროპაგანდისტული ნარატივიდან რომელი უფრო მარტივად მიაღწევს წარმატებას, თქვენ გადაწყვიტეთ. “ორივე” – არასწორი პასუხია🙂);

📌 სტატუსის შემაკავებელი ეფექტი დემოკრატიის ნგრევის, სახელმწიფოს მიტაცების, რუსეთისკენ გეოპოლიტიკური სვლის და სხვა მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ, რუსული ავტორიტარიზმის პირობებში უკიდურესად დაბალია, თუ საერთოდ, არსებობს.

ასე გამოიყურება საკითხი, თუ მას რაციონალურად და ლოგიკურად მივუდგებით. ემოციური მიმართებების ნამდვილად მესმის: მეც მიჭირს ამისგან სრულად დაცლა ამ საკითხს როცა ეხება საქმე. მესმის, მაგრამ არ ვიზიარებ. ყველა ამგვარი “მაინც დავიმსახურეთ” ტირადები მაინც გულმხურვალე (და არა ფარისევლურ) სადღეგრძელოებამდე დადის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული