spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფილმზე მუშაობისას ვფიქრობდი, რომ "იარე ლიზა" კამათს, აზრთა...

“ფილმზე მუშაობისას ვფიქრობდი, რომ “იარე ლიზა” კამათს, აზრთა სხვადასხვაობას, ხმაურს გამოიწვევდა” – ნანა ჯანელიძე

ფილმ „იარე ლიზა“-ს პრემიერას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, იყო მწვავე შეფასებებიც. ფილმთან დაკავშირებით კონკრეტული განმარტებები გააკეთა ფილმის რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ:

ყველას, ვინც ნახა და მოეწონა, ან არ მოეწონა „იარე ლიზა“:

ფილმზე მუშაობისას ვფიქრობდი, რომ „იარე ლიზა“ კამათს, აზრთა სხვადასხვაობას, ხმაურს გამოიწვევდა. სწორედ ეს არის ამ ფილმის მისია – მივიწყებული და ანესთეზირებული ტკივილის გაღვიძება, ფიქრი, კამათი და გამოსავლის ერთად(!) ძიება.

30 წელი გავიდა და უზარმაზარი დუმილის და უნდობლობის კედელი აღიმართა ჩვენსა და აფხაზებს შორის.

თანდათან გახუნდა ბანერები “გახსოვდეს აფხაზეთი“.

სცენარზე მუშაობისას ჩვენი მოგზაურობა წარსულში ძალიან მტკივნეული იყო:
გმირობა და ღალატი, პატრიოტიზმი და დანაშაული – ორივე მხრიდან…

ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ აუცილებელია მომხდარის გაანალიზება და არ უნდა შევუშინდეთ საკუთარ შეცდომებს, საკუთარი თავის შეფასებას, პირველი ნაბიჯის გადადგმას და ბოდიშის მოხდას. სხვანაირად ჩვენ, როგორც ერი, ქვეყანა, სახელმწიფო ვერ განვაგრძობთ ცხოვრებას, ეს დუმილი უკან დაგვწევს, წინსვლის საშუალებას არ მოგვცემს… ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ და მაშინ შეიძლება აფხაზებსაც ეყოთ გამბედაობა, თავისი თქვან.

„იარე ლიზამ“ ახალი სიმძაფრე შესძინა აფხაზეთის თემას – აღმოჩნდა, რომ ის ყველას აწუხებს, თუმცა რეალური გააზრება, გეგმა ამ თემის გადაწყვეტისა არავის აქვს: არც ხელოვანს, არც პოლიტიკოსს.

2011 წელს დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა და პარალელურად ფინანსების მოძიება. ასე ეტაპობრივად ფინანსდებოდა ეს პროექტი 2021 წლამდე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას, რომელიც გვერდში ამომიდგა.

მგონია, ფილმის მთავარი იდეა სწორედ ეს არის: გვერდზე გადავდოთ ჩვენი ეგო, გავიაზროთ ჩვენ ჩვენი ტკივილები, შევაფასოთ და ერთად დავიწყოთ ფიქრი, როგორ შევხვდეთ აფხაზებს, რომლებთანაც საუკუნეების განმავლობაში ნათესაობა და პატივისცემა გვაკავშირებდა.
რუსეთიც ხომ უკვე ალბათ მალე დატოვებს აქაურობას…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანა ჯანელიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას” – კახა კალაძე

„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ....

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...