კვირა, მაისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" არც კი არსებობდა, როდესაც ეს ქვეყანა...

“ქართული ოცნება” არც კი არსებობდა, როდესაც ეს ქვეყანა ევროკავშირის სტატუსს იმსახურებდა – ხათუნა სამნიძე

როდესაც კითხულობენ საქართველო იმსახურებდა თუ არა და ახლაც იმსახურებს თუ არა ევროკავშირის სტატუსს – მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არც კი არსებობდა, როდესაც ეს ქვეყანა სტატუსსაც იმსახურებდა და იმსახურებს და ევროპისკენ ისწრაფოდა ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

მისივე შეფასებით, ეს შეკითხვა რელევანტურიც კი არ არის და ოპოზიციაში არ არსებობს არავინ, ვინც ამბობს, რომ ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს.

აქ მოვისმინე, რომ თითქოს ოპოზიცია ხელისშემშლელია ამ პროცესის. ისიც მოვისმინე, რომ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს სტატუსის საკითხს. თითქმის ყველაფერი შესრულდაო, ესეც მოვისმინე.

ძალიან კარგად იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან სამი პუნქტია მხოლოდ შესრულებული და დიახ, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს ის თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“.

ევროპისკენ თუ მიისწრაფით, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტს იყენებს, ამაზე უმრავლესობას ადეკვატური რეაგირება უნდა გქონდეთ.

როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვეუბნება, რომ ამ ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანი, რაც პირდაპირ ქვეყნის ღალატია, მთელი უმრავლესობა ამას კი არ უნდა გადაეფაროს და უსაფრთხოების სამსახური იმაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, როგორ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი უმრავლესობამ, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“დააკვირდით, როგორ არიან ჩართული საპროტესტო დესტრუქციულ აქციებში ცალკეული მედია საშუალებები” – ზაალ ანჯაფარიძე

საპროტესტო აქციების ორგანიზება-მხარდაჭერის მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...