ორშაბათი, მაისი 6, 2024

ლაშა ტალახაძემ თავის მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტული კვლავ 3 ოქროს მედლით შეინარჩუნა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა რომ უძლეველია!

საუდის არაბეთში გამართული ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა!

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით:

🇬🇪 ლაშა ტალახაძემ თავის მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტული კვლავ 3 ოქროს მედლით შეინარჩუნა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა რომ უძლეველია!

🇬🇪 ტალახაძემ ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 208 / 2015 / 220 კგ. დაძლია და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა!

🇬🇪 ასევე საუკეთესო გამოდგა აკვრაში დაძლეული 245 / 253 კილოგრამითაც და კიდევ ერთ ოქროს მედალს დაეუფლა.

რა თქმა უნდა ორჭიდში მოგროვილი 473 კილოგრამიც ოქროს მედლის მომტანი გახდა!

🇬🇪 შედეგად ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში ერთადერთია, ვინც მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება იზეიმა!

🇬🇪 გიორგი ასანიძე – საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
🇬🇪 ავთო გახოკიძე – ლაშა ტალახაძის პირადი მწვრთნელი
🇬🇪 გია ცირეკიძე – საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
🇬🇪 გიორგი ჭინჭარაული – ექიმი-რეაბილიტოლოგი
🇬🇪 რუსლან ღიბრაძე – ფიზიო-თერაპევტი
🇬🇪 რუსკა მურადაშვილი – გენერალური მდივანი
🇬🇪 კახი კახიაშვილი – ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული