spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი: "ბოლო ათწლეულის განმავლობაში პარლამენტმა დიდი სამუშაო...

შალვა პაპუაშვილი: “ბოლო ათწლეულის განმავლობაში პარლამენტმა დიდი სამუშაო გასწია თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის და მასთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად”

დღევანდელი ღონისძიება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ატრიბუტს – სიმბოლიკას ეძღვნება. სახელმწიფო სიმბოლოები გვაერთიანებს ჩვენი ქვეყნის მდიდარი ისტორიის, კულტურისა და თვითმყოფადობის გარშემო და, აგრეთვე, ჩვენი ეროვნული იდენტობის სახეა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს მიერ გამართულ კონფერენციაზე.

მისივე განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენას. პირველივე მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე, 1991 წლის 14 ნოემბერს, აღდგა 1918-1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები. შალვა პაპუაშვილის თქმით, თითქმის ათწლეულზე მეტი დასჭირდა მოქმედი სახელმწიფო გერბისა და სახელმწიფო დროშის მხატვრულ-შინაარსობრივი სახის დაზუსტებას და დადგენას, რასაც საფუძვლად ევროპული ისტორიული წყაროები დაედო.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში პარლამენტმა დიდი სამუშაო გასწია თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის განსავითარებლად და მასთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად. არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯიდან აღსანიშნავია: 2014 წელს, საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო სიმბოლოების მხატვრულ-შინაარსობრივი სახის ცვლილების საკონსტიტუციო ცვლილებასთან გათანაბრება. აგრეთვე, 2018 წელს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის მიღებით, სახელმწიფოს მიერ აღმართული და გამოსახული უკლებლივ ყველა სიმბოლოს დადგენისა და გამოყენების საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა, რის შედეგადაც განისაზღვრა სამთავრობო დაწესებულებების ბლანკებისა და ემბლემების ნიმუშები; 2022 წელს ცვლილება შევიდა დაჯილდოების წესის შესახებ კანონში, რამაც საფუძველი ჩაუყარა უწყებათაშორის კომისიას, რომელიც სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოების სისტემის სრულყოფაზე მუშაობს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, პარლამენტი ახლაც აგრძელებს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონზე მუშაობას, სახელმწიფო ღონისძიებებში მათთვის ღირსეული, საპატიო ადგილის განსასაზღვრად.

პარლამენტმა დამატებითი სამართლებრივი გარანტიებით დაიცვა ევროპის დროშა, რომლის შებღალვაც 2022 წლიდან დასჯადი გახდა. თითოეული ჩვენი ნაბიჯი და გადაწყვეტილება ეფუძნება იდეას, რომ საქართველო ყოველთვის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი იყო, მათ შორის, სიმბოლოებითაც. მათი ჰარმონიზაცია ევროპულ ტრადიციასთან, სიმბოლოების აღდგენა და ჩართვა თანამედროვე სახელმწიფო ატრიბუტიკაში საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების განუყოფელი ნაწილია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია” – კახა...

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...