პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა ისე არ გამოვიდეს, რომ ჩარტერის ფული ღარიბაშვილს...

“ახლა ისე არ გამოვიდეს, რომ ჩარტერის ფული ღარიბაშვილს მამამ გადაუხადა” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს მთავრობის სტრატკომმა, გავრცელებული განცხადებით, განმარტებები გააკეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკაში განხორციელებულ კერძო ვიზიტთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტს და განმარტებებს ირონიანარევი მწვავე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე:

,,უნდა ვთქვათ, რომ კერძო ვიზიტით იმყოფებოდა, ამ დროს, თურმე ჩარტერით. ვიცით, რომ რამდენიმე ათობით ათასი დოლარი ღირს ჩარტერით ამერიკაში გაფრენა.

ახლა პრემიერმა უნდა თქვას, საიდან ჰქონდა ეს თანხა? ვინ გადაიხადა? ამაზე უნდა იყოს საუბარი.

ჩვენ ვიცით, რომ ღარიბაშვილი შემჩნეულია კორუფციაში. არსებობს კახური კლანი. ამაზე ,,ქართული ოცნების” ლიდერები თავად საუბრობდნენ თავის დროზე. ახლა ისე არ გამოვიდეს, რომ ჩარტერის ფული ღარიბაშვილს მამამ გადაუხადა. აქამდე არ დავიდეს ეს ყველაფერი.

მე ამაში, რა თქმა უნდა, ვხედავ კორუფციის რისკებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...