ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

“არის რაღაც დიდი ინტერესები, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს, რასაც მივყავართ მეორე ფრონტის იდეამდე, რომელსაც ჩვენ არ ჩავყევით” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხსა და ამ პროცესის გარშემო გაკეთებულ განცხადებებზე:

,,2030 წელი დაასახელა შარლ მიშელმა, ევროკომისიის წარმომადგენელი მეორე დღესვე შეეწინააღმდეგა ამ თარიღს, რითაც ბუნდოვანება ჩნდება. ათ წელზე გაცილებით მეტი დროა გასული, რაც მოლაპარაკებების დაწყებას ელოდებიან ჩვენი მეგობარი სხვა ქვეყნები, კი ბატონო, ძალიან ბევრი წელია კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები და მათვის კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა ეს ყველაფერი.

როდესაც საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეა, კანდიდატის სტატუსზეა საუბარი, თუ პოლიტიკური ნება იქნა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომელსაც რეკომენდაციაც კი არ მისცეს იმაზე, რომ ,,СНГ”-დან გამოსულიყო, როდესაც საქართველო, რომელმაც რა პროგრესი განიცადა, ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს და მოლდოვა, რომელიც ,,დსთ”-ს წევრი იყო – იღებს.

აწი საიდან გამოვა და შევა, მეორე საკითხია. ,,დსთ”-ში მყოფმა ქვეყანამ პოლიტიკური ნება როცა იყო ამისი, მიიღო სტატუსი. ჩვენ, როდესაც ყველა კრიტერიუმით, ათი თავით წინ ვიყავით, ყველა ობიექტური შეფასებით, მათ შორის ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული შეფასებებითაც, მაინც ვერ მივიღეთ.

ამის უკან რაღაც იდგა – კულისებში მოქმედებები, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. გლობალური ომის პარტიას რომ ვახსენებთ ხოლმე, შეცდომით და შემთხვევით არ ვახსენებთ, არის რაღაც დიდი ინტერესები, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს, რასაც მივყავართ მეორე ფრონტის იდეამდე, რომელსაც ჩვენ არ ჩავყევით.

დიახ, ამ იდეას და ამ გეგმას არ ვემორჩილებით. ასევე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობისაკენ ვიაროთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული