კვირა, მაისი 19, 2024

“რატომ არ ასვენებთ საქართველოს, ქართველ ხალხს? რა გაკლიათ? რატომ ვერ ძღებით?” – პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას

„რატომ არ ასვენებთ საქართველოს, ქართველ ხალხს? რა გაკლიათ? რატომ ვერ ძღებით? რა დიდი იდეალების გამო ებღაუჭებით კვლავ ძალაუფლებას?“ – ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას და მას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოა და იგი ქართველი ხალხისა და სახელმწიფოებრიობის დაცვას ვერ უზრუნველყოფს. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, მიუხედავად არაერთი პრობლემისა, ხელისუფლება მაინც ამტკიცებს დედაქალაქში პრობლემატურ მშენებლობებს და ხალხის ხარჯზე გამდიდრდებას ცდილობს:

სად და როდის დაიცავით საქართველო, ქართველი ხალხი, მისი უსაფრთხოება? უპასუხეთ მედვედევს ჩვენი ძირველი კუთხეების მიერთებაზე ღიად რომ გამოგვიცხადა? დაიცავით და გადაარჩინეთ ადამიანები შოვის ტრაგედიის დროს? მიულოცეთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე და უსურვე გამარჯვება ჩვენს საერთო მტერთან ბრძოლაში?

სად და როდის გააპროტესტეთ რუსული მცოცავი ოკუპაცია? დაეხმარეთ იმ დედებს შვილებისთვის წამალს რომ ითხოვდნენ? მოაგვარეთ ყოველი მესამე ბავშვის შიმშილის პრობლემა?

მაგრამ სამაგიეროდ, ამ დროს მოიცალეთ თბილისის ცენტრში ახალი კორპუსების აშენების გეგმის დამტკიცებისთვის, ხალხის ხარჯზე უცხოეთის ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენებისთვის, ახალი, ჩაბურულ მინებიანი ჯიპების შეძენისთვის. აი, ეს არის თქვენი პატრიოტიზმი.

ამისთვის გჭირდებათ შეთქმულების ბნელი თეორიები რომ ნამდვილ პრობლემებზე ხალხმა პასუხი არ მოგთხოვოთ.

ამის შემდეგ, რა ნამუსით საუბრობთ კიდევ ძალაუფლების შენარჩუნებაზე?

ნამდვილი პოლიტიკა არის ხალხი. ნამდვილი საქმე მათი პრობლემების, მათი სატკივარის გაზიარება და მოგვარებაა. თქვენ კიდევ ერთიც და მეორეც სულ ფეხებზე გკიდიათ.

არა ქოცობას! საქართველო გაიმარჯვებს!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული