ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ეხმაურება თეა გოდოლაძესთან დაკავშირებით წამოწყებულ პროცესს და მძიმე შეფასებებს აკეთებს ცილისწამებასთან დაკავშირებით:
“პოლიტიკოსებს და თუნდაც მე რომ ცილს მწამებენ, მლანძღავენ, მიუღებელია, მაგრამ გასაგებია, რომ ოჯახები ჰყავთ სარჩენი და ორ შაურად იყიდებიან. აბა წესიერი საქმის კეთება არც იციან და შესაბამისად არც არავის სჭირდებიან.
აი, ქალის პირად თემებზე ასეთი მონდომებით რომ ლაზღანდარობენ, გაგებაც კი შეუძლებელია, რა ხდება ასეთი არსებების, რბილად რომ ვთქვათ, არაჯანსაღ თავებში…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

