ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტი, დიპლომატი, პოლიტოლოგი გიორგი მელაშვილი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპონენტებთან მიმართებაში:
“ნინო დობორჯგინიძე, ნიკოლოზ რაჭველი, გელა მთივლიშვილი, თეა გოდოლაძე…
იმ ადამიანთა მცირე და არასრული სია, ვისზეც პროპაგანდისტულმა მედიამ იერიში მიიტანა – მხოლოდ ბოლო ორ თვეში.
ნეობოლშევიზმი სხვა კი არაფერია, როდესაც ოპონენტს პროფესიონალურად ვერაფერს უპირისპირებ და უბრალოდ მის გაშავებას ცდილობ.
არა მისი საქმის, არა სიტყვის, არამედ ადამიანის წინააღმდეგ მიდიხარ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი მელაშვილი.