spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის კრიმინალი, დამნაშავეთა რეჟიმი და ორი რამის...

“ეს არის კრიმინალი, დამნაშავეთა რეჟიმი და ორი რამის ეშინიათ ყველაზე მეტად – ხალხის და ამერიკის შეერთებული შტატების” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, მიმდინარე თავდასხმები აშშ-ს ელჩზე ნიშნავს პირდაპირ თავდასხმას ამერიკაზე:

,,პირველი, უნდა გვესმოდეს ჩვენ, რომ თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე ნიშნავს თავდასხმას ამერიკაზე. მოტივაციას მნიშვნელობა არ აქვს. ის, რომ ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით, იმ ფორმით, რასაც ,,ქართული ოცნება” გვთავაზობს, რისკის შემცველია, ამაზე ყველა საუბრობს. ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადად ელექტრონული სისტემა ცუდია – ეს არ უთქვამს ელჩს.

არსებობს რისკები, ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებული, რაც უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი სწორედ არჩევნებამდე და იმიტომ, რომ არჩევნების გაყალბება არ მოხდეს.

პრევენციული ხასიათის განცხადებაა. ამაში მე ვერაფერ ტრაგედიას ვერ ვხედავ. პრობლემა არის იმაში, რატომ ესხმიან თავს ამერიკის ელჩს? ესხმიან მარტივი მიზეზის გამო – ეს არის კრიმინალი, დამნაშავეთა რეჟიმი და ორი რამის ეშინიათ ყველაზე მეტად – ხალხის და ამერიკის შეერთებული შტატების“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის: კელი დეგნანმა, “რადიო თავისუფლებასთან” ერთგვარ გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში, ისაუბრა ბოლო 2 არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა: “არავის განუცხადებია, რომ 2020 წლის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, რომ 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება” და ამასთან ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, რომ 2021 წელს ჩატარებულ ელექტრონული არჩევნებიც იყო ხარვეზები – “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები, მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა სახის, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა ელექტრონულად ხმის მიცემა მოხდება მთელი ქვეყანის მასშტაბით“.

ამასთან ყოფილი ელჩი ამომრჩევლებსაც მიმართავს: “ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველჰყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...