პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე მინდა ყველა ამ სიკეთისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო...

“მე მინდა ყველა ამ სიკეთისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს” – მიტროპოლიტი თეოდორე

დღეს, 2023 წლის 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აბასთუმანში ახლადაგებული ფერისცვალების სახელობის ტაძარი აკურთხა.

მსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა სამღვდელოებასა და მორწმუნე მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც აღნიშნა რომ ტაძარი ბატონ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ძალისხმევით აშენდა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მათ:

მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც იშრომა ამ შესანიშნავი ტაძრის ასაშენებლად.

მე მინდა განსაკუთრებულად დავლოცო და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც ააშენა ეს ტაძარი და რა თქმა უნდა, არა მარტო ეს ტაძარი, მათ მრავალი ტაძარი აქვთ აშენებული საქართველოში, მრავალი ძველი ტაძარი არის რესტავრირებული და ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ტაძარი მთელი საქართველოსთვის, აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც იყო აწყურის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი იყო დავანებული ამ ტაძარში, ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. უკვე თითქმის მთავრდება, გუმბათის გადახურვა მიმდინარეობს და ალბათ ახლო მომავალში აწყურის ტაძარიც იქნება და რა თქმა უნდა, ეს ტაძარიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაფინანსებით კეთდება.

ასევე, ეს შესანიშნავი მონასტერი, რომელიც თქვენ კარგად გახსოვთ, განსაკუთრებით აბასთუმნელებს, რა მძიმე მდგომარეობაში იყო 2008 წლის ხანძრის შემდგომ, უმძიმეს მდგომარეობაში და დღეს უკვე თითქმის განსრულებული არის და მე მინდა ამ სიკეთისთვის და ყველა იმ სიკეთისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის აკეთებს, ყველა ამ სიკეთისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, მის მთელ დიდ ოჯახს, რომელიც ასევე განსაკუთრებულია და განსაკუთრებულად იცავს ყველა იმ ტრადიციას, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შემოუნახავს და ცხოვრობს ამ ტრადიციით და არის მოყვარული ღვთისა და ღვთის გზაზე მავალი ოჯახი.

მე მინდა, დავლოცო ეს ოჯახი და თქვენც ყველას გთხოვოთ რომ ილოცოთ მისთვის რათა უფალი შეეწიოთ კიდევ უფრო მეტი სიკეთის კეთებაში ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ერისათვის და ჩვენი სამშობლოსათვის“, – აღნიშნავს მიტროპოლიტი თეოდორე.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...