,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ,,მთავარი არხის” ჟურნალისტთან კომენტარს აკეთებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესთან დაკავშირებით:
,,კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება ხდება და მოხდება ძირითადად ორი გარემოების გამო: ეს არის მოცემული რეკომენდაციების შესრულება. აქ ჩვენ ვნახეთ, რომ 12 რეკომენდაციიდან 9 შეუსრულებელია და ,,ქართული ოცნება” არც აპირებს ამის შესრულებას; მეორე, ეს არის ძლიერი პოლიტიკური ნება ხელისუფლების, რომ გახდეს ევროკავშირის, მერე NATO-ს წევრი და ა.შ.; აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ ,,ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს ამ პერსპექტივის დასაზიანებლად.
თუ მოხდა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იცით ოპოზიციური პარტიები, ლიდერები ჩვენს საზღვარგარეთელ კოლეგებთან ერთად, რომ ეს მოხდეს და ქართველი ხალხი, პირველ რიგში, აქ არის ძალიან აქტიური. რა თქმა უნდა, ეს იქნება ქართველი ხალხის დამსახურება, ქართველი ხალხის ურყევი ნების დამსახურება!“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე