კვირა, მაისი 5, 2024

“ეს არის საპარლამენტო ბერკეტი! მხარს ვუჭერთ და აქტიურად ჩავერთვებით ამ საკითხების განხილვაში” – სერგო ჩიხლაძე ვახტანგ გომელაურის პარლამენტში დაბარებაზე

ოპოზიციამ, საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით შს მინისტრი, ვახტან გომელაური დაიბარეს. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ:

,,რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნაა. ეს არის საპარლამენტო ბერკეტი. მხარს ვუჭერთ და აქტიურად ჩავერთვებით ამ საკითხების განხილვაში. ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა ბატონი მინისტრის მიმართ.

ასევე, ძალიან არაადეკვატური იყო მისი წინა დღეების განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ ეჭვს და მოცემულობას, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადეკვატურ პასუხს აი ამ კრიზისზე, რომელიც მოხდა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული